საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 26-ე დღეა, შიმშილობს, უკრაინის რადას ადამიანის უფლებათა კომისარი მოინახულებს.
ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან 27 ოქტომბერს, 10:00 საათზე შევა.
კომისარი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის, პატიმრობის პირობების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის შემოწმებას გეგმავს.
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი მედიასთან კომენტარს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთებს.