spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა იწყება. სასამართლოში უკვე  მივიდა ნიკა გვარამია.

 

მისი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დღეს პროკურატურის მთავარი მოწმეები დემნა ჯაფარიძე და გიოირგი ხაბურძანია დაიკითხებიან. 

 

“რუსთვი 2”-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულ მომენტში გადავიდნენ ტელეკომპანია “იმედში” და გადაიტანეს “რუსთავის 2”-ის პროექტები, მათ შორის  “ნიჭიერი” და “X-ფაქტორი”. ალბათ, სასამართლო პროცესზე იტყვიან, თუ რა ცუდი დირექტორი იყო ნიკა გვარამია”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

სასამართლოსთან  მისული არიან “მთავარი არხის” თანამშრომლები. მათი თქმით,  უნდათ შეხედონ, რა ნამუსით მისცემენ ეს ადამიანები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჩვენებას.

 

“მთავარი არხის” თანამშრომლებმა დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია სასამართლოში “სირცხვილიას” შეძახილებით შეაცილეს.

 

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს პროკურატურა ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება. საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები