spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბესარიონ სიმონიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან Fron News-ს დაუდასტურა.

 

“გიდასტურებთ, რომ დღეს, 12 იანვარს დავტოვე თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე. ამ ეტაპზე ალბათ, დავისვენებ”, – განაცხადა სიმონიშვილმა Fron News -თან. 

 

მისივე განმარტებით, პოსტიდან წასვლა ახალი მინისტრის მოსვლას არ უკავშირდება. 

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ზურაბ აზარაშვილი 2 კვირის წინ დანიშნა.  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები