spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კარლ ჰარცელი – მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, თუ როგორ იქნება ფორმულირებული, ეს პარლამენტის ამოცანაა

ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ დავდგეთ პრინციპულ პოზიციაზე, არამედ ვაჩვენოთ მზაობა მოქმედებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროკავშირმა ძალიან მკაფიო გზავნილი გააკეთა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას მასშტაბური შედეგები მოჰყვება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დეესკალაციისკენ.

 

“როგორც იცით, გადამწყვეტი მომენტია უკრაინისთვის, ასევე გადამწყვეტი მომენტია საქართველოსა და დანარჩენი რეგიონისთვის, გადამწყვეტი მომენტია ევროპისა და ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ გავიმეოროთ და დავდგეთ ჩვენს პრინციპულ პოზიციაზე, არამედ ვაჩვენოთ მზაობა მოქმედებისთვის.

 

როგორც იხილეთ, ევროკავშირმა ძალიან მკაფიო გზავნილი გააკეთა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას მასშტაბური შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს ძალიან მკაფიო ნაბიჯია და ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დეესკალაციისკენ, ამავდროულად, იცავს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს. პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინისა და მისი მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება.

 

საქართველომ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა გამოხატეს სოლადარობა და რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეს კავშირი მჭიდროა. რაც შეეხება ამჟამინდელ დისკუსიებს, მივესალმები პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს. ეს კომპლექსური საკითხია. მნიშვნელოვანია გამოიხატოს როგორც პრინციპები, ასევე სოლიდარობა უკრაინის მიმართ. თუ როგორ იქნება უკეთ ფორმულირებული, ეს პარლამენტარებისა და პარლამენტის ამოცანაა. ამაზე კომენტარს დღეს მე ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები