spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აკია ბარბაქაძე – ხელისუფლება ვალდებულია, გააპროტესტოს, რომ მოხდა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა

ხელისუფლება ვალდებულია, გააპროტესტოს,  რომ მოხდა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა,  –  ამის შესახებ Fron News-ს  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველმა,  პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ  საქართველოს საჰაეროს სივრცის დარღვევის შესახებ განუცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას, თუ ამაზე რეაქცია არ ექნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი უფრო თამამი იქნება. 

 

“ეს იყო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც ჭირდებათ სამხედრო კონტიგენტის გადასასროლად, სხვა დანიშნულება ამ თვითმფრინავს არ აქვს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო კბილის მოსინჯვა, თუ რა რეაქცია ექნება ქართულ საზოგადოება და ხელისუფლებას. 

 

ხელისუფლება ვალდებულია, თუ მასთან ეს შეთანხმებული არ იყო, გააპროტესტოს, დააფიქსიროს, რომ მოხდა მისი საჰაერო სივრცის დარღვევა.  თუ არ გააპროტესტებენ,  გაჩუმდებიან და ამას „გაატარებენ“, შემდეგი ნაბიჯი იქნება უფრო თამამი.  მოინდომენ  სახმელეთო არტერია, ამ შემთხვევაში, ავტობანი გამოიყენონ. შეეცდებიან, სახმელეთო ტექნიკა,  შეიარაღება და პირადი შემადგენლობა  სომხეთიდან გაიყვანონ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. აფხაზეთიდან კი სოჭის,  საიდანაც რკინიგზით სწრაფად გაიყვანენ უკრაინის საბრძოლო თეატრში“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.  

 

საქართველოს საჰაერო სივრცე დღეს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, საბჭოთა წარმოების IL-76 მა  გადაკვეთა. რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვიდან აფრინდა, შემდეგ კი საქართველოს გავლით სომხეთში, ერევნის აეროპორტში დაჯდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები