ის უკრაინელი ოფიცერი, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, თუ არ არის მოხსნილი, მოიხსნება, – აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე აცხადებს, რომლის თქმითაც, ქართველი სპეცრაზმელები უკრაინაში ოპერაციის ხელმძღვანელის შეცდომას ემსხვერპლნენ.
“ირპენში, სადაც 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, მოხდა შეცდომა. ის უკრაინელი ოფიცერი, რომელიც ამ ღონისძიებას ხელმძევანელობდა, თუ არ არის მოხსნილი, მოიხსნება. იმიტომ რომ ოპერაცია არ იყო კოორდინაციაში შესული იქ მყოფ სხვა ბრიგადებთან, მათთან არ იყო შეთანხმებული ამ მოხალისეების შეყვანა. იქ რაღაც შეცდომები მოხდა და სამწუხაროდ, მოხვდნენ ისეთ ცეცხლში, რომლის გამკვლავებაც ძალიან რთული იყო“, – განაცხადა ნადირაძემ.
ქართველი მებრძოლები გია ბერიაშვილი და დათო რატიანი კიევთან ახლოს, ირპენში 18 მარტს დაიღუპნენ.