მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის ხელოვნების სკოლის შენობა დაბომბეს, რომელსაც 400-მდე ადამიანი აფარებდა თავს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სკოლის შენობა განადგურებულია და ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.
საქალაქო საბჭოს ცნობით, შენობაში ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები იმყოფებოდნენ.
მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.