საქართველოს 30 მარტს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი ეწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან.
შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ როგორც საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, ისე რეგიონსა და მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მნიშვნელოვანი თემებს.