spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და ბორჯომის მერიის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხი შეისწავლეს.

 

ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

 

რუსთაველის, აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია.

 

შანიძის ქუჩის N 24-ში, სკვერი მოეწყობა.

 

პროექტი დასასვენებელი სივრცის, შიდა ბილიკების, გასართობი მოედანის, საბავშვო ატრაქციონების, ფანჩატურის, ბორდიულის, საყრდენი კედელის მოპირკეთდებას, გამწვანებას და სკვერის განათების მოწყობას ითვალისწინებს.

 

რუსთაველის #34-39-ში დასრულდა, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია. 

 

პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო გზის დამცავი კედლი და ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი კიბეები. 

 

“ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ჩვენ ეტაპობრივად ვუტარებთ რეაბილიტაციას ისეთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, რომლებსაც 70-იანი წლების შემდეგ არავინ შეხებია. ვაწყობთ დასასვენებელ სივრცეებს“, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები