spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ქადაგიძე – ოლიგარქია თუ არ დავასრულეთ, სადარბაზოებთან მოკლული ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და ბიზნესმენები იქნება შემდეგი

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

 

“ოლიგარქია თუ არ დავასრულეთ, სადარბაზოებთან მოკლული ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და ბიზნესმენები იქნება შემდეგი.

 

ასეა რუსეთში, ბელორუსში და ყველა ანალოგიურ რეჟიმებში”, – წერს ქადაგიძე. 

 

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თავისუფლების სამი წლით და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 

 

ადვოკატის განმარტებით, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს, საწარმოსთვის “ზიანის მიყენების გამო”, მიუხედავად იმისა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში, “რუსთავი 2” იყო ყველაზე წარმატებული კომპანია, როგორც სარეკლამო შემოსავლების, ისე სატელევიზიო რეიტინგის მიხედვით.

 

გვარამია რუსთავის ციხეში უკვე გადაიყვანეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები