spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება

რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

 

“რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ასე რომ, დღეს მშვიდობისთვის დგომა ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსების პატივისცემისთვის. უკრაინელები იბრძვიან გადარჩენისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტება არ იტყვის საბოლოო სიტყვას უკრაინაში.

 

ჩვენი მეზობლები – უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ – გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება. მათ უნდათ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი პერსპექტივა. ერთი სიტყვით, მათ უნდათ მეტი ევროპა. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი კავშირი უნდა იყოს ყველა ევროპული ქვეყნის სახლი, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ჩვენი ევროპული ღირებულებების ოჯახი აყვავდება და კარგ ურთიერთობაში იქნება მეზობლებთან. მხოლოდ ასე შეგვიძლია, მოვახდინოთ ჩვენი დამფუძნებლების მისწრაფების რეალიზება მშვიდობისა და შერიგებისკენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები