spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – მოვამზადებთ წერილს და მივმართავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრის დაგეგმვის მოთხოვნით

დღეიდან მოვამზადებთ წერილს და მივმართავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრის დაგეგმვის მოთხოვნით, –  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს გააცნო მისი ინიციატივა პრეზიდენტთან მის საკითხზე შეხვედრის შესახებ, რაზეც მიხეილ სააკაშვილს უარყოფითი პოზიცია არ დაუფიქსირებია. 

 

“თქვა, რომ მიესალმება თუ რაიმე დადებით გააკეთებს ქალბატონი ზურაბიშვილი მის ჯანმრთელობასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება წერილობით მიმართვასთან დაკავშირებით, მიმართავს თუ არა წერილობით ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ვუთხარი, რომ მე ვაპირებ შეხვედრას, რომ კარგი იქნება თუ საექსპერტო დასკვნა გადაეცემა სალომე ზურაბიშვილს, ვიმსჯელებთ ზოგადად, მის ჯანმრთელობასთან და თავისუფლებასთან დაკავშირებით. დღეიდან უკვე მოვამზადებთ წერილს და მივმართავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დაიგეგმოს ეს შეხვედრა შემდგომ კვირაში“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

მისი თქმით, მოლოდინი აქვს რომ პრეზიდენტი  ადვოკატებს შეხვდება. ადვოკატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მიერ შეწყალების მოლოდინი აქვს და ის ახლა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები