spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონის მუნიციპალიტეტის წარმატებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო

ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის ინიციატივით მუნიციპალიტეტის წარმატებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო.

 

აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე 5 სტუდენტზე სტიპენდიის გაცემას (პირველი საფეხურის ოთხი სტუდენტი და მეორე საფეხურის ერთი სტუდენტი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დამთავრებული აქვთ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების X, XI, XII კლასები, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ და მეორე საფეხურზე მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის, წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად.

 

სტიპენდიის მისაღებად საჭირო დოკუმენტთა ნუსხის და კონკურსის ეტაპების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები