spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯუანშერ ბურჭულაძე – ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო ძლიერი, გამთლიანებული და ევროპული ქვეყნის აშენებას

საქართველოს ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

 

“საქართველოს ყველა მოქალაქეს და, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! ეს არის, მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და ქვეყნის წინსვლა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ქართველ სამხედროებს საერთაშორისო, მათ შორის, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროპული ღირებულებების, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

 

ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო ძლიერი, გამთლიანებული და ევროპული ქვეყნის აშენებას!”, – აცხადებს ბურჭულაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები