spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო წილოსანი – “ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად პოლიტიკურ სასაკლაოდ არის გადაქცეული

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გამიჯვნა “ნაციონალურ მოძრაობასთან“ მხოლოდ ფორმალობაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

 

“ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად პოლიტიკურ სასაკლაოდ არის გადაქცეული. იმ თავიანთი წარსულიდან და დღევანდელი რეპუტაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ დარჩეს ოპოზიციურ ფლანგზე რა თქმა უნდა, თავს აარიდებს მათთან აფელირებას, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ახალი თუ ძველი ძალა გააგრძელებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასე თქვათ, დაშორების პროცესს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფორმალური და მიზნად ისახავს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას, რათა ხმების გარკვეულწილად გახლეჩა და მეტის წაღება შეძლონ, მაგრამ მოტყუების საშუალებას არც ჩვენ მივცემთ და ვფიქრობ, ამომრჩეველიც საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ ეს გადალაგებები მათ ტაქტიკურ სვლებად მიიღონ და სწორად შეაფასონ, ვიდრე იმათ რომ რეალურად ახალი პოლიტიკური ძალა იბადება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები