სტუდენტები მსვლელობას მართავენ. მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო.
ჭავჭავაძის გამზირი ნახევრად გადაკეტილია.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი რუსთაველის გამზირზე მისვლას და აქციის გამართვას აპირებენ.
თბილისის პარალელურად, ბათუმში სკოლის მოსწავლეები მსვლელობას მართავენ. ცოტა ხნის წინ კი მათ ცენტრალურ პარკთან აქცია გამართეს. როგორც მოსწავლეები აცხადებენ, არ გაჩერდებიან, სანამ ხელისუფლება “რუსულ კანონს” არ გაიწვევს.