spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ეს ომი მალე უნდა დასრულდეს” – ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი უკრაინას უახლოეს მომავალში ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი უკრაინას უახლოეს მომავალში ეწვევა.

უკრაინაში ვიზიტის დროს ბესენტი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

“ეს ომი მალე უნდა დასრულდეს – ძალიან ბევრი სიკვდილი და ნგრევა. აშშ-მა დახარჯა მილიარდობით დოლარი მთელს მსოფლიოში მცირე შედეგით. როდესაც ამერიკა ძლიერია, სამყაროში მშვიდობა მეფობს”, – წერს ტრამპი.

Bloomberg-მა დღეს წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი,სკოტ ბესენტი ამ კვირაში უკრაინას ეწვევა, რათა აშშ-სთვის უკრაინის წიაღისეულებზე წვდომის მოლაპარაკებები დაიწყონ.

ბესენტი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელი, რომელიც კიევს მას შემდეგ ესტუმრება, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ უკრაინის ბუნებრივი რესურსებითაა დაინტერესებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები