აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ სენატორი როჯერ უიკერი დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან რესპუბლიკელი სენატორი ჯო უილსონი ჩაანაცვლა.
“ჩემთვის პატივია ვიყო დასახელებული ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ. ევროპის უსაფრთხოება ყოველთვის კარგი იყო შეერთებული შტატებისთვის. თითქმის 50 წლის განმავლობაში ჰელსინკის კომისია იცავდა ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობდა დემოკრატიის დაწინაურებას, და ზრდიდა ეკონომიკურ თანამშრომლობას მსოფლიოს გარშემო.
დღევანდელი გამოწვევები არანაკლებ გადაუდებელია. ველი ორივე პალატის, ორპარტიულ საფუძველზე მუშაობას იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის ომი სამართლიანად დასრულდეს, ნატოს ალიანსი უფრო მტკიცე იყოს და გვქონდეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.
სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, რომ გამძლე სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ, ათწლეულების განმავლობაში ძალადობისა და არასტაბილურობის შემდეგ. ამასობაში, საქართველოს დემოკრატია გზაგასაყარზეა, როცა პარტია “ქართული ოცნება” ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს და დააშოროს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას”, – განაცხადა როჯერ უიკერმა.