ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანია დაშავებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.