spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება – „კოლხიშ ნანა“ მოიპარეს. ქანდაკების გაუჩინარება მუზეუმის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დილით, ეზოს შემოვლის დროს შენიშნეს. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. 

 

კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის ეზოში 2016 წელს დადგეს. ქანდაკება ცაიშის სამარხებში აღმოჩენილი ბრინჯაოს ქალ-ღვთაების სკულპტურის ანალოგია. ქანდაკება ძვ. წ.-ით VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. 

 

რაც შეეხება მის სახელწოდებას – „კოლხიშ ნანა“ ქანდაკებას ჩხოროწყუელი მეღვინისა და კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციის თავმჯდომარის მიხეილ ცირდავას ინიციატივით ეწოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები