spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დღემდე 112 ბავშვი დაიღუპა

19 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 112 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი კი დაიჭრა.

 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი -57 დაზარალებულია კიევში, ხარკოვში – 36, დონეცკში – 28, ჩერნიგოვში 30, ნიკოლააევში – 21, ჟიტომირში – 15, სუმში – 14 და ხერსონში – 14.

 

გუშინ კიევის ოლქში 16 წლის მოზარდი მოკლეს, ასევე 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა აგრესორების დაბომბვას ნიკოლაევის ოლქში, ჩერნიგოვში კი ნანგრევებში 7 წლის ტყუპი და-ძმის ცხედრები იპოვეს. 

 

დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 489 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 69 სრულად დანგრეულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები