spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – დაასახელოს კობახიძემ, როდის იყო, რომელმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ მოუწოდა ხელისუფლებას ან მოქალაქეებს ომისკენ

დაასახელოს კობახიძემ, როდის იყო, რომელმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ მოუწოდა ხელისუფლებას  ან საქართველოს მოქალაქეებს ომისკენ  –  ამის შესახებ  Front  News-ს პოლიტოლოგმა,  შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება, ეს მისი მოსაზრებაა და  ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის  ვერ გამოდგება. 

 

“თუ კარგად დავუკვირდებით, ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად უკეთებს კომპლიმენტს, როდესაც აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის უკრაინის ხელისუფლებასთან კავშირში, რომელიც ებრძვის რუსულ ფაშიზმს, იმპერიალიზმას, რითაც იბრძვის არა მხოლოდ უკრაინის,  არამედ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებისთვის. რადგან, თუ უკრაინა და მსოფლიოს დემოკრატიული ძალები  – ლიბერალები იმარჯვებს რუსეთის ბოროტების წინააღმდეგ, შესაბამისად, შეიქმნება წინაპირობა, რომ მოხდეს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით.

 

რაც შეეხება  უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას,  ეს იყო მისი მოსაზრება და ის მხოლოდ საქართველოს მისამართით არ იყო გამოთქმული.  ეს მისი პოზიციაა და არ ნიშნავს,  რომ საქართველოში ოპოზიცია ომის მოსურნეა. თუ ეს ასე არაა,  მაშინ დაასახელოს კობახიძემ, როდის იყო, რომელმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ მოუწოდა ხელისუფლებას ან საქართველოს მოქალაქეებს ომისკენ.  ასეთი რამ არ ყოფილა, თუმცა მას ფაქტები  არ სჭირდება თავისი პროპაგანდისტული განცხადებების კეთებისა და ოპოზიციაზე თავდასხმისათვის, ის თავის ტრადიციულ პროპაგანდისტულ რიტორიკას ისედაც აგრძელებს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. 

 

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე საუბარი ღიად „ომის პარტიის“ – „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინაში მორიგი ვიზიტის შემდეგ დაიწყეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები