spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაპუაშვილი და სტეფანჩუკი უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები. 

 

“რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის. შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა. 

 

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და  გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. 

 

მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები