დასკვნაში არსებულ მონაცემებსა და შეფასებებს ბუნებრივია, ევროკომისია თავის შეფასებაში გაითვალისწინებს, – ამის შესახებ Front News-ს “რეფორმების ასოციაციის – GRASS”-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ მმართველი ძალის შეფასების მიუხედავად, დასკვნაში არსებული ფაქტები და შეფასებები გავლენას მოახდენს ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციაზე.
“როდესაც ევროკომისია კითხვარზე მიღებული პასუხის შესაბამისად თავის დასკვნის დაწერას შეუდგება, ამ პროცესში, ბუნებრივია, გაითვალისწინებს სხვა შეფასებებსაც – როგორც სხვა მოხსენებებს, ისე სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას. ეს ოფიციალურადაა ცნობილი, რომ ევროკომისია თავის დასკვნას მხოლოდ კითხვარზე მიღებული პასუხების საფუძველზე არ წერს, მითუმეტეს ასეთი ავტორიტარული საერთაშორისო, ან ჩვენი პარტნიორი ქვეყნის დასკვნაში არსებული მონაცემები თუ შეფასებები ევროკომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა შეიძლება თვლიდეს, რომ ეს ანგარიში არც ისე საგანგაშოა, საბოლოო ჯამში, მასში მოყვანილი ფაქტების არსებობა არ ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“ , – განაცხადა სერგი კაპანაძემ.