spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ. 

 

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით, პატიმრისთვის სასჯელის გადავადების მაქსიმალური დრო სწორედ 1 წელია.

 

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ ბრეგაძის განცხადებას, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ის ექსპერტებთან ითანამშრომლებს.

 

“ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. ხელისუფლება თუ დანიშვნას ექსპერტიზას, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე შეუძლია ჩაატაროს. ქართული კანონმდებლობით, იძულების წესითაც შეუძლიათ ექსპერტიზის დანიშვნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ან რა აქვს საწინაამღმდეგო? ითანამშრომლებს.

 

გაჭიანურებას რომ არ ჰქონდეს ადგილი, ვთავაზობთ გამოსავალს. ახლავე შეუძლიათ ამ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავისი ექსპერტები, ვისაც თავად საჭიროდ ჩათვლიან“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები