spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულს ომის დროს გამბედაობისა და გამძლეობისთვის მადლობის სიგელი გადასცეს

ქალაქ ოდესაში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სერგი ორლოვმა, ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულს თორნიკე ბერეკაშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის მიმდინარეობის დროს გამოჩენილი გამბედაობისა და გამძლეობისთვის მადლობის სიგელი გადასცა. 

 

ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულს სიგელი ასევე,  გადაეცა უკრაინელი ხალხის გულითადი მხარდაჭერისთვის, მათი თავისუფლებისა და საერთო ადამიანური ღირებულებებისათვის ბრძოლაში. 

 

ღონისძიებას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი მაქსიმ მარჩენკო და ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი ესწრებოდნენ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები