გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს დღეს დაკრძალავენ.
სამგლოვიარო ცერემონიაზე 200 ქვეყნიდან 500-მდე ოფიციალურ სტუმარს ელოდებიან. მათ შორის იქნება 101 პრეზიდენტი და მთავრობის ხელმძღვანელი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მონარქს უინძორების სასახლეში მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალავენ.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს.
დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი ჩარლზ მესამე გახდა.