წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ავტომობილი გზიდან გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ორი არ დაშავებულია, მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.