spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ ის არ არის სანდო პარტნიორი

2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ორივე ქვეყნის პარტნიორია და ეს არც სამომავლოდ შეიცვლება.

 

“როდესაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით: ბოლო მოეღოს ძალადობას, ეს ქვეყნები გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გზაზე დადგნენ. ჩვენ ამ ქვეყნებს მოვუწოდეთ, რომ ისინი უნდა შეხვდნენ იმ ფორმატში, რომელიც მათთვის ყველაზე სასარგებლოა. გვწამს, რომ პირდაპირი დიალოგი სასარგებლოა საკითხების გადასაჭრელად და ამ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. არ ვაპირებ კონკრეტულად კომენტარს რუსეთის ფედერაციის ძალისხმევაზე, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიდგომა ექნებათ ამ მოლაპარაკებების მიმართ. 

 

ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის სამეზობლოსა და მის მეზობლებს. 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი. ვფიქრობთ, ის მკვეთრად განსხვავდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან. კიდევ ერთხელ, ჩვენი ერთადერთი მიზანია, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ძალადობის დასრულებას, გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში, რაც ასე ძალიან სურთ სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს“, – განაცხადა პრაისმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები