spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით მათიკაშვილი – “ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ

პარტია “ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

მათიკაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრებმა მიიღეს რეზოლუციები, სადაც სრულიად უსაფუძვლოდ და ამორფულად შეიტანეს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება და აცდენილია რეალობას.

 

“ამ რეზოლუციის ავტორები, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მეგობრები კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავენ, რომლის უკან არაფერი დგას. ის, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი და საქართველოს სწრაფვა არის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ოჯახში, ამ წიაღსვლების ავტორებმა გადაშალონ საქართველოს კონსტიტუცია და კარგად ამოიკითხონ.

 

“ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის დონეზე მიიღო, რომ ქვეყანა ევროპული მიმართულებით მიდის და ყველაფერი არის იმ მეგობრების გამოძახილი, რაც ამ ადამიანებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან აქვთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერზე“ წერს, რომ 29 ნოემბერს ევროპარლამენტის “ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტთა“ ჯგუფის მიერ ორგანიზებული პანელი გაიმართება და მისი მთავარი თემა „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“ იქნება.

 

“საქართველო კოლექტიურ დასავლეთს ეკუთვნის. ქსელი, რომელიც ცდილობს, ქვეყანა შეინარჩუნოს რუსული სამყაროს გავლენის ქვეშ, უნდა გამოაშკარავდეს და ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია“, – წერს ფოტიგა.

 

პანელის დისკუსიაში, ანა ფოტიგას გარდა, ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი პრესსპიკერი და ეუთო-სა და საქართველოში ყოფილი ელჩი იან კელი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი, პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტის პროფესორი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი თორნიკე გორდაძე, უმაღლესი რადას წევრი ალექსი გონჩარენკო და „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები