spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ამხელა პარტიის თავმჯდომარეობას “გავქაჩავ“ კიდეც, საქმესაც გავაკეთებ, 24 საათი არ დავიძინებ

ამხელა პარტიის თავმჯდომარეობას “გავქაჩავ“ კიდეც, საქმესაც გავაკეთებ, 24 საათი არ დავიძინებ,  – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა და თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით,  პარტიის  თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში,  ქვეყნისთვის გადამწყვეტ ბრძოლას დაიწყებს.

 
“ამხელა პარტიის თავმჯდომარეობას “გავქაჩავ“ კიდეც,  საქმესაც  გავაკეთებ, 24 საათი არ დავიძინებ, პარტიულ ინფრასტრუქტურას “ავადუღებთ”, ხალხსაც გავააქტიურებთ და გადამწყვეტ ბრძოლასაც დავიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის, მე ამაში ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. 

 

რაც შეეხება ხატია დეკანოიძის მიერ მისი “კვალიფიკაციის“ დაწუნებას, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყველას თავის აზრი აქვს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. 

 

“თუ “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თვლიან, რომ  კვალიფიციური თავმჯდომარეა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, ამ ადამიანებს აქვთ ეს არჩევანი, ამაზე მე მგონი არ უნდა ვინერვიულოთ.  

 

რაც შეეხება ხატიას, მე თამამად შემიძლია ვთქვა, მაგალითად ხატია დეკანოიძის კანდიდატურას ლევან ხაბეიშვილი მხარს დაუჭერდა, რაც შეეხება მის პოზიციას, ეს მისი პოზიციაა, მე მივესალმები, ხატია ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და თანამებრძოლია და ყველას აქვს თავისი აზრი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. 

 

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ  განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარისათვის საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები