spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის

პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დაუშვებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

 

“მე გავეცანი მოხსენებებს, თუმცა სრულად გარკვეული არ ვარ, რა მოხდა. ვიმედოვნებ, ეს აუცილებლად იქნება გამოძიებული. რისი თქმაც შემიძლია ხმამაღლა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დაუშვებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. 

 

ვიმედოვნებ, საქართველოში სიტუაცია არასდროს გაუარესდება იმ წერტილამდე, სადაც იარსებებს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა. ეს არ უნდა დაუშვათ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

“გირჩი – მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, დღეს გორში ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, მას დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

 

პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკია მოწყობილი, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. ისინი ადგილზე მყოფ ბანაკის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. სასტუმროს ტერიტორიაზე ბანაკის წევრების გარდა დამსვენებლებიც იმყოფებიან. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები