spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მისი მთავარი პრობლემა იყო, რომ მან დაიწყო მიხეილ სააკაშვილთან შეჯიბრი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნიკა მელიას მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მან მიხეილ სააკაშვილთან “შეჯიბრი” დაიწყო.

 

“ნიკა მელია ძალიან ხშირად აპელირებს ხოლმე და იყენებს სიტყვა სიმართლეს და თუ სიმართლეს გავუსწორებთ თვალს, მისი მთავარი პრობლემა იყო, რომ მან დაიწყო მიხეილ სააკაშვილთან შეჯიბრი, მათ შორის ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილთან. თუმცა ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო პრეზიდენტი სააკაშვილის პარტიაში და დაიჯერა, რომ ის იქნებოდა და იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ალტერნატივა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”.

 

ეს იყო რეალობისგან შორს მდგარი მოცემულობა, რაზეც მე გულწრფელად, არაერთხელ მქონია მასთან საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს მან არ გაიზიარა და არ გაიაზრა ეს მოცემულობა”, – განაცხადა ბოკუჩავამ “ფორმულას” ეთერში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები