spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირის ცხრა დათქმა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ზუსტად 100 დღეში შევასრულოთ

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულება და ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ზუსტად 100 დღეში, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის დათქმების შესრულება და დაჩქარებული წესით საქართველოს ევროინტეგრაცია.

 

“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულება და ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ზუსტად 100 დღეში.

 

გვაქვს კონკრეტული ხედვა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ანტიკორუფციული ბიურო თუ სასამართლო რეფორმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავაცნობთ პრეზიდენტს. 

 

არსებობს კონსენსუსი ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ, რომ ივანიშვილის პარტია ამ დათქმებს არ შეასრულებს და ამიტომ,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა და, რა თქმა უნდა, „გამარჯვების კოალიციამ“ წარადგინოს კონკრეტული ხედვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შესრულდეს ეს დათქმები და საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  
საქართველოს პრეზიდენტთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან გაიმართება.

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები