16 მარტის ღამეს მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი მამაკაცი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.
ის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
4 მარტს ხიდიდან მანქანის გადავარდნა მსხვერპლით დასრულდა. 11 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კი მძღოლის გადარჩენა შეძლეს.