spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი რეანიმატოლოგი არის მე-18 დაწესებულებაში

თუ კი გახდება საჭირო პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, იგი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენტიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, კონსილიუმის ბოლო დასკვნაში საუბარია პაციენტის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციაზე და იქ არსადაა ნახსენები სამოქალაქო კლინიკა.

 

“ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა და ეს არის სარეკომენდაციო დასკვნა, საუბარია შემდეგზე,  – თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია, ამ შემთვევაში უნდა განხორციელდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში. აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაშიც გვადანაშაულებს ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენელი და ზოგიერთი ოპონენტი,  არ ყოფილა”,  – განაცხადა ბრეგაძემ.  

 

მისივე თქმით, ციხის საავადმყოფო მზადაა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. 

 

“გუშინ ჩვენ ვიმყოფებოდით სპეციალური პენტიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად”- განაცხადა ბრეგაძემ.  

 

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დასკვნაში არის ფაქტობრივი შეცდომა. 

 

“ქალბატონი ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატით იქნა მოწვეული.  რაც შეხება მის დასკვნას, იქ ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი რეანიმატოლოგი არის  სასჯელაღსრულების  მე-18 დაწესებულებაში”,- აღნიშნა ლომჯარიამ.

 

რაც შეეხება ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთოების საკითხს, იუსტიციის მინისტრის თქმით, მოსალოდნელ ბუნტზე, თუ ასეთი საფრთხე არსობს, უწყებას ინფორმაცია “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ უნდა მიაწოდოს, ვინც ამის  შესახებაც ცნობა გაავრცელა. 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 25 დღეა, შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები