პარტია „საქართველოსთვის“ მარტვილის ადმინისტრაციული ერთეულების ტალერისა და კურზუს მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ბიგვავა მეორე ტურში თავის კონკურენტ კანდიდატს დებატებში იწვევს.
“მინდა კიდევ ერთხელ მივმართო არჩევნების მეორე ტურში ტალერი-კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩემს კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“ ბატონ მინდია გაბისონიას და გამოვიწვიო დებატებში. ვესაუბროთ მოქალაქეებს – ჩვენს პრიორიტეტებზე, ხედვებზე თუ როგორ ვგეგმავთ ვემსახუროთ ტალერისა და კურზუს მაცხოვრებლებს. მოქალაქეები იმსახურებენ შინაარსობრივ დებატებში შეაფასონ საკუთარი სოფლების განვითარების გეგმები“, – მიმართავს ბიგვავა კონკურენტს.
ტალერი-კრუზუს ერთეულში მეორე ტურში გამარჯვებისთვის პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატი ზურა ბიგვავა და „ქართული ოცნების“ კანდიდატი – მინდია გაბისონია იბრძვიან.