spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – უკრაინის საკითხზე პარლამენტი ერთი ხმით უნდა საუბრობდეს

უკრაინის საკითხზე პარლამენტი ერთი ხმით უნდა საუბრობდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომელიც  “ქართული ოცნების” დეპუტატებს უკრაინის მხარდამჭერი რეზულუციის ტექსტის შეცვლისაკენ მოუწოდებს.

 

მისი განცხადებით, ის მიესალმება პარტია საქართველოსათვის გადაწყვეტილებას საკუთარი რეზოლუციის უკან გათხოვის შესახებ და აღნიშნავს, რომ სხვადასვა რეზოლუციების გატანა საქართველოსთვის ზიანის მომტანი და სამარცხვინო იქნება. 

 

“ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საქართველოსთვის იქნება ერთი მხრივ, საზიანო და მეორე მხრივ, საერთაშორისო დონეზე სამარცხვინო, თუ პოლიტიკური ჯგუფები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციებს დააფიქსირებენ. ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთი ხმით საუბრობდეს, ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და უსაფრთხოებას, ისევე როგორც უკრაინის ღირსებასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები