spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  დეპუტატებმა  74  ხმით უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.  

 

დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ არის შემუშავებული. რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. 

 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები