spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროგრამის “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია კლიმატური პირობების გამო დროებით შეჩერებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოედანზე უკვე დაიგო ქვაფენილი, მოეწყო სანიაღვრე არხი და ცხაორი, ასევე  მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილები და დასასვენებელი სივრცე. კოსტავას სახელობის პატარა პარკში   ფეხით სავალ ნაწილებზე ბეტონის საფარი დაიგო, ნაწილობრივ განხორციელდა კომუნიკაციების დაქსელვითი სამუშაოები და მოეწყო ლითონის დეკორატიული მოაჯირი.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშო გასართობი სივრცე, ღია კინოთეატრი, ჭადრაკის დაფა, დასასვენებელი ფანჩატური, პერგოლა, კაფე,  არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამონტაჟდება დეკორატიული ურნები, სკამები, გარე-განათების ლამპიონები და წყლის ბიუვეტი.  სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია.

 

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 200 000 ლარით ფინანსდება.

 

სამუშაოები გაუსლ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები