გასული ღამის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლზე 50-მდე საჰაერო დარტყმა განახორციელეს და დიდი რაოდენობით ფოსფორის ბომბი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარამ განაცხადა.
”ამ ღამით რუსეთმა განახორციელა 50 საჰაერო დარტყმა, გამოიყენა ფოსფორის ბომბების, რაკეტების და არტილერიის კოლოსარული რაოდენობა და ყველაფერი, რაც ბარბაროსს შეუძლია გამოიყენოს კაცობრიობის წინააღმდეგ“, – განაცხადა პალამარამ.
მისივე თქმით, რუსეთის ზარალმა მხოლოდ მარიუპოლში 1 მილიარდ 111 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
“დაფიქრდით, ეს ფული უდრის 163 სკოლის, ან 273 საბავშვო ბაღის, ან 12 თანამედროვე საავადმყოფოს, 32 სამშობიარო ან 82 აფთიაქის აშენების შესაძლებლობას. ეს მხოლოდ მარიუპოლია“, – განაცხადა მან.
პალამარამ ასევე ხელისუფლებას ალყაში მოქცეული ქალაქის დებლოკირებისთვის გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
“მოვუწოდებ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადამწყვეტი ქმედებების განხორციელებისკენ, რათა განბლოკოს ან ევაკუაცია მოახდინოს ყველა ადამიანის, ვისაც აქვს სამშობლოს იმედი და ვისაც მისი სჯერა. დღეს მე ვიტყოდი, რომ არა მარიუპოლია უკრაინა, არამედ უკრაინაა მარიუპოლი”, – განაცხადა “აზოვის” მეთაურის მოადგილემ.