ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის ფასადი. შეიცვლება საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყობა სახანძრო სიგნალიზაცია, შენობა გადაიხურება ახალი სახურავით.
ასევე, ოთახებს ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები.
“ბორჯომში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – საბავშვო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს იყო მოძველებუული სივრცე, ამიტომ, სრულად განახლდება შენობა, რათა ბავშვებმა კომფორტულ პირობებში შეძლონ განათლების მიღება”, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 189 500 ლარია გამოყოფილი.