spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

განათლების სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი არ აპირებს თსუ-ის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას

მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. 

 

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

თსუ-ის რექტორმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები