spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პენტაგონის ხელმძღვანელი შოიგუს ერთ კვირაში მეორედ ესაუბრა

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ერთ კვირაში მეორედ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. განხილვის ერთ-ერთი თემა უკრაინის ომი იყო.

 

პენტაგონის ინფორმაციით, განმეორებითი სატელეფონო საუბარი შოიგუს თხოვნით გაიმართა.

 

“მინისტრმა ოსტინმა უარყო რუსეთის ესკალაციის ნებისმიერი საბაბი და დაადასტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის ფონზე კომუნიკაციის გაგრძელების მნიშვნელობა“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

 

ორი მინისტრის საუბრის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები