უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 18 500 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 05.04-მდე:
ტანკები – 676, ჯავშანტექნიკა – 1 858, საარტილერიო სისტემები – 332, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 107, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 55, თვითმფრინავი – 150, ვერტმფრენები – 134, საავტომობილო ტექნიკა – 1 322, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 94, სპეციალური ტექნიკა – 25, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.