spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში პროექტის – “ბორჯომო საქართველოს მშვენება!” პრეზენტაცია გაიმართა

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, პირველი საჯარო სკოლის 12 ა კლასის დამრიგებლის ლია გულიკაშვილის და “ევროპის უნივერსიტეტის” ერთობლივი პროექტის “ბორჯომო საქართველოს მშვენება!” პრეზენტაცია გაიმართა.

 

პროექტის პრეზენტაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, დეკანოზი იოანე (ხეცურიანი), დედა ბარბარე და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პროექტის ფარგლებში, 12 ა კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ. მოინახულეს ძეგლები, შექმნეს ღირსშესანიშნაობის რუკა, დაამზადეს პოსტერები და და გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

 

პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ჯულიეტა ჯინჯოლავამ პროექტში მონაწილე მოსწავლეები მადლიერების სიგელებით დააჯილდოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები