spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ღიბრაძე – Georgia e-Health-ის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მქონე პირს

თუ აპლიკაცია გარკვეული მიზეზის გამო არ არის ხელმისაწვდომი, ნებისმიერ პირს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და აიღოს ე.წ. კოვიდ-ბარათი, რომელზედაც ზუსტად იგივე QR კოდი და ინფორმაციაა დატანილი, რაც აპლიკაციაშია, –  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატის სარგებლობასა და Georgia e-Health-ის აპლიკაციაზე საუბრისას  განაცხადა. 

 

მისი თქმით, Georgia e-Health-ის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მქონე პირს.

 

“აქ არ არის რომელიმე მწარმოებლის ე.წ. სმარტფონზე საუბარი. სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მქონე პირს, როდესაც საუბარი გვაქვს აპლიკაციაზე. თუ აპლიკაცია გარკვეული მიზეზის გამო არ არის ხელმისაწვდომი, ნებისმიერ პირს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და აიღოს ე.წ. კოვიდ-ბარათი, რომელზედაც ზუსტად იგივე QR კოდი და ინფორმაციაა დატანილი, რაც აპლიკაციაშია“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები